07 ოქტომბერი 2024,   08:21
ვრცლად
მალაიზიაში კიმ ჩონ ნამის მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს

მალაიზიაში კიმ ჩონ ნამის მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს. ჩრდილო კორეის ლიდერის ნახევარძმა კუალა-ლუმპურში დაიღუპა. გარემოებების შესახებ ოფიციალურ განცხადებას სამართალდამცველები სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასრულების შემდეგ დაასახელებენ.

მანამდე კი სააგენტოების ნაწილი წერს, რომ კიმ ჩონ ნამს კუალა ლუმპურის აეროპორტში მომწამლავი ინექცია გაუკეთეს, ნაწილის ცნობით კი, მას სახეში გაურკვეველი სითხე შეასხეს. დანაშაულში კი ორი ქალი იყო ჩართული.

მედიის ცნობით, დაკავებულია ერთერთი ეჭვმიტანილი ქალი და ტაქსის მძღოლი, რომელმაც ის აეროპორტში მიიყვანა. კიმ ჩონ ნამი ჩრდილო კორეის ყოფილი ლიდერის უკანონო შვილი იყო, რომელიც კიმ ჩენ ირს კორეელი მსახიობისგან ჰყავდა.

ის ირის მემკვიდრედ მიიჩნეოდა, თუმცა 2001 წელს იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა და ბოლო წლებში ოჯახთან ერთად ჩინეთში ცხოვრობდა.

მედიის ინფორმაციით, მას კონფლიქტი ჰქონდა კიმ ჩენ ინთან და თავდასხმა მასზე რამდენჯერმე მოხდა.

დღის ამბები