07 ოქტომბერი 2024,   08:24
ვრცლად
ინციდენტი კალიფორნიაში-ჰარისონ ფორდი და კიდევ 100-ზე მეტი მგზავრი ავიაკატასტროფას გადაურჩნენ

ჰარისონ ფორდი და კიდევ 100-ზე მეტი მგზავრი ავიაკატასტროფას გადაურჩნენ. ინციდენტი კალიფორნიაში, სანტა ანას აეროპორტში მოხდა.

ჰოლივუდის ვარსკვლავი ქალაქში საკუთარი მცირე ზომის თვითმფრინავით ჩაფრინდა.

მან პილოტებისგან დაშვების მითითება მიიღო, თუმცა მსახიობს ბილიკი აერია და სხვა ტრასაზე ეშვებოდა, რომელზეც ბოინგ 737 ასაფრენად ემზადებოდა.

იმ დროს ლაინერის ბორტზე 116 ადამიანი იმყოფებოდა. ჰარისონ ფორდმა კურსი შეცვალა და შეჯახებას გადაურჩა, თუმცა მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.  არ არის გამორიცხული 74 წლის მსახიობს პილოტის ლიცენზია ჩამოართვან.

დღის ამბები