07 ოქტომბერი 2024,   08:22
ვრცლად
აშშ-ს შემცირებული მხარდაჭერა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს დაასუსტებს-მერკელი

გერმანიის კანცლერი მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატების შემცირებული მხარდაჭერა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს დაასუსტებს. განცხადება ამის შესახებ ანგელა მერკელმა ბერლინში გამართულ ყრილობაზე გააკეთა.

მისი თქმით, ნატოსა და ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის გარეშე ისლამისტების დამარცხება ახლო-აღმოსავლეთში შეუძლებელი იქნება.

მერკელის განცხადებითვე, გერმანია თავდაცვითი ხარჯების გაზრდაზე იმუშავებს.

ანალოგიური ნაბიჯისკენ ნატოელ პარტნიორებს შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმაც მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაშინგტონი ალიანსთან მიმართებაში ვალდებულებების შემცირებას აპირებს. განცხადება ჯეიმს მატისმა ბრიუსელში, ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე გააკეთა.

დღის ამბები