07 ოქტომბერი 2024,   08:20
ვრცლად
პარიზში აქცია სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

პარიზში არეულობა გრძელდება. პოლიციის ძალადობის მსხვერპლი ფერადკანიანი მამაკაცის მხარდამჭერი აქცია საფრანგეთის დედაქალაქში, კვლავ სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

არეულობის დროს, დემონსტრანტებმა სანაგვე ურნები დაწვეს, პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

საპროტესტო აქციები პარიზში უკვე მეორე კვირაა იმართება. მიზეზი დაკავების დროს სამართალდამცველების მიერ 22 წლის მამაკაცის გაუპატიურება გახდა.

დღის ამბები