07 ოქტომბერი 2024,   08:17
ვრცლად
დონალდ ტრამპი ისრაელსა და პალესტინას სამშვიდობო პროცესის აღსადგენად დათმობაზე წასვლას ურჩევს

ისრაელის პრემიერმინისტრი ობამას ადმინისტრაციასთან 8-წლიანი უთანხმოების შემდეგ თეთრ სახლს ურთიერთობების გაუმჯობესების იმედით ეწვია.

ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპმა მეუღლესთან ერთად ჯერ ოვალურ კაბინეტში მიიღო, შემდეგ კი ლიდერებმა მოლაპარაკება პოლიტიკურ საკითხებზე პირისპირ განაგრძეს. შეხვედრის შედეგები კი მათ პრესკონფერენციაზე შეაჯამეს. დონალდ ტრამპმა თავი შეიკავა პალესტინის სახელმწიფოს შექმნის ღია მხარდაჭერისგან, ეს იდეა კი ახლო აღმოსავლეთში ვაშინგტონის პოლიტიკის მთავარ მიზანს წარმოადგენდა.

დონალდ ტრამპმა პალესტინელებს მოუწოდა შეწყვიტონ ებრაელების მიმართ სიძულვილი, ისრაელს კი მოუწოდა თავი შეიკავოს ებრაული დასახლებების მშენებლობისგან, რაც გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ უკანონოდაა მიჩნეული.

თეთრ სახლში სტუმრობის შემდეგ ბენიამინ ნეთანიაჰუმ კაპიტოლიუმში გაემგზავრა და შეხვედრები კონგრესმენებთან განაგრძო. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა კანონმდებლებთან საუბრისას განაცხადა, რომ დონალდ ტრამპთან პირველი შეხვედრით კმაყოფილი დარჩა.

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები