07 ოქტომბერი 2024,   08:17
ვრცლად
პრემიერმინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერმინისტრი დღეს მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

წელს ღონისძიების მთავარი თემებია ნატოს მომავალი, ევროპის სახელმწიფოებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა, რუსეთთან ურთიერთობა და სირიაში მიმდინარე მოვლენები.

კონფერენციას გერმანიის კანცლერი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, გაეროს გენერალური მდივანი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ნატოს გენერალური მდივანი და 30-ზე მეტი სახელმწიფოს მთავრობის მეთაური დაესწრება.

მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილის ორმხრივი შეხვედრებიც.

დღის ამბები