07 ოქტომბერი 2024,   08:18
ვრცლად
ვროპარლამენტმა ერთიანი ევროპული არმიის შექმნას მხარი დაუჭირა

გლობალური ტერორიზმის და რუსეთის აგრესიული პოლიტიკის ფონზე, ევროპარლამენტმა ერთიანი ევროპული არმიის შექმნას მხარი დაუჭირა.

ევროპარლამენტარებმა კენჭი ევროკავშირის ცენტრალიზაციის გაძლიერების შესახებ რეზოლუციას უყარეს, რომელიც თავის მხრივ ევროკავშირის ფინანსთა მინისტრის თანამდებობის შემოღებას და ერთიანი ჯარის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

დოკუმენტს 283-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 269 კი წინააღმდეგ წავიდა.

ანალიტიკოსების განცხადებით, რეზოლუციის მხარდაჭერას შესაძლოა ევროკავშირის წესდების რეფორმირება მოჰყვეს, თუმცა ევროკომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ძირითადი შეთანხმებების შეცვლა ამ ეტაპზე პრიორიტეტული არ არის.

დღის ამბები