07 ოქტომბერი 2024,   08:17
ვრცლად
ერაყის დედაქალაქში ტერაქტს 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ტერაქტი ერაყის დედაქალაქში. ბაღდადის შიიტებით დასახლებულ რაიონში თავდასხმას 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

დანაღმული ავტომობილი, რომელიც ავტოფარეხზე იყო გაჩერებული, ხალხმრავალ ქუჩაზე აფეთქდა.

წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 51 ადამიანი, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ მსხვერპლის რიცხვი გაიზარდოს, რადგან კლინიკებში 60-მდე დაშავებულია გადაყვანილი, მათი უმეტესობის მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად აფასებენ.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. მოსულზე კონტროლის დაკარგვის შემდეგ, ISIS ერაყის ხელისუფლებას მასშტაბური ტერაქტების მოწყობით დაემუქრა.

დღის ამბები