07 ოქტომბერი 2024,   08:25
ვრცლად
პაკისტანში ტერაქტს 72 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ტერაქტი ქალაქ სეჰვან-შარიფში, ერთ-ერთ მავზოლეუმთან მოხდა, სადაც ასობით მომლოცველი იყო შეკრებილი.

აფეთქების შედეგად დაიღუპა 72 ადამიანი, 250 კი დაშავდა. გარდაცვლილებს შორის 30 მცირეწლოვანი ბავშვია.

გამოძიების ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო, რომელიც ხალხის მასაში შევიდა და სხეულზე დამონტაჟებული მოწყობილობა აამოქმედა.

მომხდარის გამო პაკისტანის პრემიერმინისტრმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

დღის ამბები