07 ოქტომბერი 2024,   08:27
ვრცლად
არეულობა საფრანგეთში - პარიზში საპროტესტო აქცია კვლავ სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

პარიზში საპროტესტო აქცია პოლიციის მხრიდან ძალადობის წინააღმდეგ, ისევ სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

არეულობამ საფრანგეთის დედაქალაქის ის რაიონი მოიცვა, სადაც ძირითადად ფერადკანიანი მოსახლეობა ცხოვრობს.

ადგილობრივები ხელისუფლებისგან იმ პოლიციელების დასჯას ითხოვენ, რომლებმაც 22 წლის ახალგაზრდას დაკავებისას სასტიკად ცემეს.

შეტაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც დემონსტრანტებს გზა სამართალდამცველებმა გადაუღობეს. მომიტინგეებმა მათ ქვები და ალმოდებული ბოთლები ესროლეს.

პოლიციამ კი, მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და რამდენიმე აქტივისტი დააკავა.

დღის ამბები