07 ოქტომბერი 2024,   08:24
ვრცლად
გერმანიის ქალაქ ბონში დიდი ოცეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს

გერმანიის ქალაქ ბონში დიდი ოცეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს, ლიდერები მოგვიანებით მიუნხენში გადაინაცვლებენ, სადაც უსაფრთხოების რიგით 53-ე კონფერენცია გაიხსნება.

შეხვედრა მედიას განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია, რადგან მას ამერიკის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრებიან. პენტაგონის ხელმძღვანელი უკვე მიუნხენშია.

ჯეიმს მატისი გერმანიაში ბრიუსელიდან გაემგზავრა, სადაც ნატოს მინისტერიალში პირველად მიიღო მონაწილეობა და რუსეთთან შესაძლო თანამშრომლობის აღდგენის შესახებაც პირველი განცხადება გააკეთა.  

პირველი შეხვედრა გაიმართა რუსეთისა და შეერთებული შტატების საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს შორის. სერგეი ლავროვი და რექს ტილერსონი ერთმანეთს ბონში დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ და საკუთარი პოზიციები ჟურნალისტებს მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ცალცალკე გააცნეს.

რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობის შესახებ განცხადებები ორივე ქვეყნის პრეზიდენტებმაც გააკეთეს.

ბონში დიდი ოცეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დღეს სრულდება. ამ ფორმატში უკვე ლიდერთა სამიტი მაისში გაიმართება და დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პირველი შეხვედრაც სწორედ დიდი ოცეულის ფარგლებში გაიმართება.

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე.

დღის ამბები