07 ოქტომბერი 2024,   08:23
ვრცლად
ჰოლივუდი წლის მთავარი კინო მოვლენისთვის ემზადება

ჰოლივუდი წლის მთავარი კინო მოვლენისთვის ემზადება. ოსკარის დაჯილდოების ცერემონიამდე 10 დღე რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზატორებისთვის სამზადისის აქტიური ფაზა დაიწყო. უკვე შედგენილია მთავარი მენიუ, რომლითაც ოსკაროსნებს ცერემონიის შემდეგ გაუმასპინძლდებიან.

გუბერნატორის მეჯლისისთვის კერძებს ჰოლივუდის ცნობილი შეფ-მზარეული - ვოლფგანგ ფაკი მოამზადებს. ის სტუმრებს ევროპულ და ახლოაღმოსავლურ მენიუს შესთავაზებს, მათ შორის თინუსის ტარტარს, მინი-ბურგერებს, ჰუმუსს და ყველის მაკარუნის.

რაც შეეხება სასმელს, ორგანიზატორებმა წელს მეჯლისისთვის ათას 200 ბოთლი პაიპერ-ჰადსიკის ბრენდის შამპანური შეიძინეს. გუბერნატორის მეჯლისი დოლბის თეატრის ცეკვის დარბაზში 26 თებერვალს, ოსკარის დაჯილდოების ცერემონიის დასრულებისთანავე გაიმართება.

დღის ამბები