07 ოქტომბერი 2024,   08:18
ვრცლად
რობერტ ჰარვარდმა დონალდ ტრამპის მრჩევლის პოსტის დაკავებაზე უარი განაცხადა

გადამდგარმა ვიცე გენერალმა დონალდ ტრამპის მრჩევლის პოსტის დაკავებაზე უარი განაცხადა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რობერტ ჰარვარდს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველის თანამდებობა მაიკლ ფლინის გადადგომის შემდეგ შესთავაზა. მაიკლ ფლინმა პოსტი რუსეთის ელჩთან სკანდალური მოლაპარაკების გამო დატოვა.

თეთრ სახლში ჰარვარდის უარის მიზეზი არ განუმარტავთ. მედია კი ორ ვერსიას ასახელებს. ერთერთის თანახმად, სამხედრო მაღალჩინოსანმა თანამდებობაზე უარი თეთრ სახლში არსებული ქაოსის გამო თქვა.

მისი მეგობარი კი აცხადებს, რომ რობერტ ჰარვარდს ეფექტური მუშაობისთვის საკუთარი გუნდი სჭირდება და ეჭვი ეპარება, რომ ტრამპის მრჩევლები თეთრ სახლში ახალი ხალხის მიყვანის საშუალებას მისცემენ.

ცნობილია, რომ დონალდ ტრამპი რობერტ ჰარვარდს კიდევ ერთხელ შეხვდება და თანამდებობის დაკავებას ხელმეორედ შესთავაზებს.

დღის ამბები