07 ოქტომბერი 2024,   08:24
ვრცლად
დონალდ ტრამპი საიმიგრაციო აკრძალვას ტერორიზმის საფრთხით ხსნის

დონალდ ტრამპი საიმიგრაციო აკრძალვას ტერორიზმის საფრთხით ხსნის, რომელიც სასამართლომ შეაჩერა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საკუთარი პოზიცია ფლორიდაში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განმარტა.

მისი თქმით, განკარგულების მთავარი მიზანი ამერიკელი ხალხის უსაფრთხოების დაცვაა. დონალდ ტრამპმა მაგალითად შვედეთის, ბრიუსელის, პარიზის და ნიცას ტერაქტები მოიყვანა და აღნიშნა, რომ თავდამსხმელებმა ამ ქვეყნებში შეღწევა სწორედ იმ პოლიტიკის ფარგლებში შეძლეს, რომელიც ევროპის ქვეყნებმა მიგრანტებთან მიმართებაში გაატარეს.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში ახალ საემიგრაციო განკარგულების გამოსცემს, თუმცა ცნობილია, რომ აკრძალვის ახალი ვერია მწვანე ბარათის მფლობელებს არ შეეხებათ.

ამავე თემაზე
დღის ამბები