07 ოქტომბერი 2024,   08:24
ვრცლად
პრეზიდენტმა მთხოვა, გამეჟღერებინა მისი გზავნილი, რომ აშშ მყარად უჭერს მხარს ნატოს - მაიკ პენსი

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულება ნატოსა და რუსეთთან ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, რომელზეც მსოფლიო ლიდერებმა მიუნხენის კონფერენციაზე ისაუბრეს.

მაიკ პენსმა დაადასტურა, რომ ახალი ადმინისტრაცია ტრანსატლანტიკური ალიანსის ერთგული რჩება და შეერთებული შტატები ევროპული უსაფრთხოების მხარდაჭერას განაგრძობს.

„პრეზიდენტმა მთხოვა, აქ გამეჟღერებინა მისი გზავნილი, რომ შეერთებული შტატები მყარად უჭერს მხარს ნატოს და ადასტურებს ურყევ ერთგულებას ტრანსატლანტიკური ალიანსის მიმართ. რაც შეეხება უკრაინას, ჩვენ უნდა დავაკისროთ პასუხისმგებლობა რუსეთს და მოვთხოვოთ, რომ შეასრულოს მინსკის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში ძალადობის დეესკალაციით უნდა დაიწყოს,“ - განაცხადა მაიკ პენსმა.

ანგელა მერკელმა სიტყვით გამოსვლისას, მოკავშირეებს ნატოს თავდაცვის უნარიანობის გაზრდაზე დამატებითი დაფინანსების გამოყოფისკენ მოუწოდა. გერმანიის კანცლერის თქმით, ევროპული უსაფრთხოების გასაძლიერებლად ის მზად არის, რუსეთთან ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში ითანამშრომლოს.

"მიუხედავად განსხვავებული აზრისა და მიდგომებისა ბევრ პრობლემებთან მიმართებაში, მე არ შევწყვეტ ძალისხმევას, რომ დავამყარო უკეთესი ურთიერთობა რუსეთთან. მე მადლობას ვუხდი ნატოს გენერალურ მდივანს იმისთვის, რომ რთულ დროშიც კი რუსეთთან შეხვედრებს ინიციატორია და ცდილობს, გამოძებნოს შეხების წერტილი ისლამურ ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში,“ - განაცხადა ანგელა მერკელმა.

განცხადება გააკეთა ნატოს გენერალური მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

„ძლიერ ევროპაში არ იგულისხმება ევროპა ცალკე, ზუსტად ისევე, როგორც ამერიკა პირველყოვლისა არ ნიშნავს ამერიკას ცალკე. ეს ჩვენი ტრანსატლანტიკური კავშირის მთავარი ბირთვია. ნატო არის ძლიერი იმის გამო რომ ჩვენ ერთად ვართ,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

დღის ამბები