07 ოქტომბერი 2024,   08:27
ვრცლად
უკრაინის სუვერენიტეტისადმი აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხარდაჭერა მაიკ პენსმა პეტრო პოროშენკოს დაუდასტურა

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა, უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს დაუდასტურა შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისადმი.

ლიდერების შეხვედრა მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. მოლაპარაკების მთავარი თემა ვლადიმერ პუტინის მორიგი გადაწყვეტილება გახდა, რომლის თანახმადაც მოსკოვმა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები აღიარა.

რუსეთის პრეზიდენტმა შესაბამისი განკარგულება მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში ნორმანდიის ფორმატის შეხვედრის პარალელურად გასცა.

ნორმანდიულმა ოთხეულმა ორ მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწია. ხვალიდან უკრაინის აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უნდა ამოქმედდეს და მძიმე შეიარაღების გაყვანის პროცესი უნდა დაიწყოს.

 

დღის ამბები