07 ოქტომბერი 2024,   08:21
ვრცლად
საპროტესტო აქცია კიევში პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა

პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა საპროტესტო აქცია კიევში. მომიტინგეებმა, რომლებიც ხელისუფლებისგან ოკუპირებულ დონბასთან სარკინიგზო მიმოსვლის და რეგიონიდან ქვანახშირის მიწოდების შეწყვეტას მოითხოვდნენ, პრეზიდენტის ადმინისტაციის შენობასთან მისვლა და კარვების გაშლა სცადეს.

დემონსტრანტებს სამართალდამცველებმა შეუშალეს ხელი, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. შედეგად დაშავდა 1 პოლიციელი, დაკავებულია აქციის 5 მონაწილე. 

დღის ამბები