07 ოქტომბერი 2024,   08:23
ვრცლად
სომალიში აფეთქების შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა

34 ადამიანი დაიღუპა სომალიში აფეთქების შედეგად. ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლი მანქანაში ჩამონტაჟებული ნაღმის აფეთქებას მოჰყვა. შედეგად დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი.

დაზიანებულია ახლომდებარე შენობებიც. მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. ქვეყნის ხელისუფლების ინფორმაციით, აფეთქება ისლამისტური დაჯგუფება ალ-შაბააბის მიერაა ორგანიზებული, თუმცა აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის აუღია.

დღის ამბები