07 ოქტომბერი 2024,   08:20
ვრცლად
არეულობა "ღირსების რევოლუციის" მესამე წლისთავზე - აქცია კიევში დაპირისპირებაში გადაიზარდა

არეულობა ღირსების რევოლუციის მესამე წლისთავზე კიევის ცენტრში. უკრაინის დედაქალაქის ქუჩებში გამოსული ასობით ადამიანი დონბასის სავაჭრო ბლოკადას მოითხოვდა.

შეტაკებები კი მას შემდეგ დაიწყო, რაც დემონსტრანტებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიახლოება სცადეს. არეულობის დროს რამდენიმე ადამიანი დააკავეს, დაშავდა 10 ადამიანიც, მათ შორის პოლიციის ერთი თანამშრომელი და უმაღლესი რადას დეპუტატი.

თუმცა, კიევის ცენტრში არეულობის დროს დაკავებულების გათავისუფლება დილიდან დაიწყეს. პოლიციის განყოფილება ამ დროისთვის ხუთივე დაკავებულმა დატოვა.

ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად რეგიონში დღეს ახალი შეთანხმება შედის ძალაში. მიუნხენში, ნორმანდიული ოთხეულის ფორმატში მიღწეული შეთანხმების თანახმად, უკრაინის აღმოსავლეთ რაიონებში ცეცხლი უნდა შეწყდეს და ფრონტის ხაზიდან მძიმე შეიარაღება გაიყვანონ.

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებამდე, პრო რუსმა სეპარატისტებმა სამთავრობო ძალების პოზიციების მიმართულებით ცეცხლი 62-ჯერ გახსნეს. შედეგად უკრაინის არმიამ ერთი სამხედრო დაკარგა.

ავტორები: ნინო დვალიშვილი, მალხაზ მეგრელიშვილი

დღის ამბები