07 ოქტომბერი 2024,   08:20
ვრცლად
აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი ბრიუსელში მოლაპარაკებებს მართავს

შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი გერმანიის შემდეგ, მოლაპარაკებებს ბრიუსელში მართავს. მაიკ პენსი უკვე შეხვდა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებს.

ფედერიკა მოგერინის, დონალდ ტუსკსა და ჟან კლოდ იუნკერს ის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის მთავარ გზავნილებს აცნობს.

დონალდ ტრამპის მიერ ბრექსითის მხარდაჭერასთან დაკავშირებით გაკეთებულმა განცხადებებმა ევროკავშირის ლიდერებს შორის გაურკვევლობა გამოიწვია, რის გამოც ვიცე პრეზიდენტი ახლა მათ დარწმუნებას ცდილობს.

მაიკ პენს შეხვედრები ნატოშიც აქვს დაგეგმილი.

დღის ამბები