07 ოქტომბერი 2024,   08:21
ვრცლად
წყალდიდობა ესპანეთში - საგანგებო სამსახური მოსახლეობას სახლებში დარჩენას ურჩევს

გადაუღებელმა წვიმებმა ესპანეთის სამხრეთ რეგიონებში მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიამ ყველაზე მეტად ქალაქი მალაგა დააზარალა, სადაც წვიმას სეტყვაც დაერთო.

დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და ავტოფარეხები, დაზიანდა მაგისტრალებიც.

საგანგებო სამსახურების ცნობით, რამდენიმე საათში მათ 200-მდე ინციდენტზე მოუწიათ რეაგირება, ამიტომ მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

წყალდიდობისგან დაზარალებულ ქალაქში დღეს საფრანგეთის პრეზიდენტსაც ელოდებიან, რის გამოც მალაგაში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს.

დღის ამბები