07 ოქტომბერი 2024,   08:23
ვრცლად
აშშ-ის თავდაცვის მდივანი დონალდ ტრამპის განცხადებებს არ იზიარებს 

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი დონალდ ტრამპის შეხედულებებს უკვე ორ საკითხზე არ იზიარებს.

მედიაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, ჯეიმს მატისმა ერაყთან მიმართებაში შეერთებული შტატების პოზიცია განმარტა და აღნიშნა, რომ ამერიკელები ერაყში ნავთობის ხელში ჩასაგდებად არ იმყოფებიან.

იანვარში კი დონალდ ტრამპმა განსხვავებული შინაარსის განცხადება გააკეთა.

პრეზიდენტის თქმით, შეერთებულ შტატებს უნდა შეენარჩუნებინა ერაყის ნავთობზე კონტროლი და იმედი გამოთქვა, რომ ამის შანსი კიდევ მიეცემა.

დღის ამბები