07 ოქტომბერი 2024,   08:25
ვრცლად
თურქეთში პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილთა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თურქეთში პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილთა სასამართლო პროცესი დაიწყო. 47 სამხედრო პირს არშემდგარი სახელმწიფო გადატრიალების დროს, ქვეყნის ლიდერზე თავდასხმის მოწყობა ბრალდება.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მათ სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ. პროცესი საპროტესტო აქციის ფონზე დაიწყო.

შენობასთან რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მხარდამჭერები შეიკრიბნენ და ეჭვმიტანილებისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანა მოითხოვეს.

დღის ამბები