07 ოქტომბერი 2024,   08:26
ვრცლად
"გიყვარდეს ამერიკა, გძულდეს ტრამპი" - აქცია ტრამპის შესაძლო ვიზიტის წინააღმდეგ ლონდონში

დონალდ ტრამპის შესაძლო ვიზიტის წინააღმდეგ ლონდონში, ათასობით ადამიანი გამოვიდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მიპატიჟება ბრიტანეთის მთავრობისგან ცოტა ხნის წინ მიიღო.

აქციას წინ უძღოდა პეტიცია, რომელსაც მილიონ 800 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი, რითაც ბრიტანეთში პარლამენტი აიძულა ტრამპის ვიზიტის საკითხი განეხილა.

მიუხედავად ამისა, ვიზიტის გაუქმებას მთავრობა არ აპირებს. აქციის მონაწილეების სლოგანი იყო "გიყვარდეს ამერიკა, გძულდეს ტრამპი". 

დღის ამბები