07 ოქტომბერი 2024,   08:20
ვრცლად
ავსტრალიაში მცირე ზომის თვითმფრინავი სავაჭრო ცენტრის შენობას შეეჯახა - გარდაცვლილია 5 ადამიანი

ავსტრალიაში მელბურნის გარეუბანში მცირე ზომის თვითმფრინავი სავაჭრო ცენტრის შენობას შეეჯახა, რომელიც აეროპორტის მახლობლად მდებარეობს. გარდაცვლილია თვითმფრინავში მყოფი ხუთივე ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, რეისი ჩარტერული იყო და ის კუნძულ ტასმანიის მიმართულებით ხორციელდებოდა.

ინციდენტი დილით მოხდა, ვიდრე სავაჭრო ცენტრი გაიხსნებოდა. გამოძიება ავია კატასტროფის მიზეზებს შეისწავლის.

დღის ამბები