07 ოქტომბერი 2024,   08:27
ვრცლად
საფრანგეთის პოლიციამ პრეზიდენტობის კანდიდატის მარი ლეპენის ოფისში ჩხრეკა დაიწყო

საფრანგეთის პოლიციამ პრეზიდენტობის ულტრამემარჯვენე კანდიდატის, მარი ლეპენის ოფისში ჩხრეკა დაიწყო. სამართალდამცველთა ინფომრაციით, საქმე ევროკავშირის თანხების შესაძლო არამიზნობრივ ხარჯვას უკავშირდება.

მარი ლეპენი მიიჩნევს, რომ ჩხრეკა მისი საპრეზიდენტო კამპანიის ხელის შესაშლელად მოხდა.

ევროპის პარლამენტის განცხადებით, ლეპენი 2011-2012 წლებში თავისი პარტიის თანამშრომლებს ევროკავშირის ბიუჯეტიდან უხდიდა ანაზღაურებას. ეს თანხა კი მხოლოდ ევროკავშირის კანონმდებელთა ასისტენტებზე უნდა დახარჯულიყო.

დღის ამბები