07 ოქტომბერი 2024,   08:18
ვრცლად
ჩურკინის გარდაცვალების გამო გაეროს შტაბბინასა და რუსეთის საელჩოში დროშები დაუშვეს

რუსეთი დღეს სამძიმრის წერილებს იღებს. ვიტალი ჩურკინის გარდაცვალების გამო გაეროს შტაბბინასა და ვაშინგტონში, რუსეთის საელჩოში დროშები დაუშვეს.

გაეროს უშიშროების საბჭომ სპეციალური განცხადება მიიღო და ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა.

გაეროში რუსეთის მუდმივმოქმედი წარმომადგენელი, რომელიც ამ პოსტზე 2006 წლიდან მუშაობდა, გუშინ გარდაიცვალა. მედიის ინფორმაციით, რუსი დიპლომატი გულის შეტევით დაიღუპა.

გავრცელებული ცნობით, რამდენიმე საათით ადრე ვიტალი ჩურკინმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ის კლინიკაშიც გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

რუს დიპლომატს დღეს 65 წელი შეუსრულდებოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები