24 დეკემბერი 2024,   07:40
ვრცლად
ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს, საჭიროა ერთობლივი გამოძიება - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

"ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს, საჭიროა ერთობლივი გამოძიება", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და სინოდის წევრები ესწრებოდნენ.

პატრიარქმა ისაუბრა ბოლოს დროს განვითარებულ მოვლენებზე და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რის გამოც მას გერმანიაში სამკურნალოდ წასვლა მოუხდა. 

„საქართველოს ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს ასეთი შემთხვევა. ეს არის არამარტო ეკლესიის პრობლემა, არამედ ერის პრობლემა და სახელმწიფოს პრობლემა, ამიტომ ჩვენი ხელისუფლება აქტიურად უნდა ჩაერთოს ამაში და ვფიქრობ, რომ თქვენ გრძნობთ ამის მნიშვნელობას. უკვე მოდის გამოძახილი უცხოეთიდან, კითხულობენ, რა ხდება საქართველოში, ხოლო ჩვენ არა გვაქვს გარკვეული პოზიცია, გარკვეული გამოძიება. ამიტომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ, ერთობლივი გამოძიება უნდა შედგეს სახელმწიფოსა და ეკლესიისა. ხალხს უნდა მივცეთ პასუხი, ხალხი ღელავს. ვფიქრობ, რომ ყველაფერი დამშვიდდება და კარგად იქნება, მაგრამ ყოველ მოვლენას თავისი სახელი უნდა დაერქვას, რათა ხალხი დაკმაყოფილდეს და დამშვიდდეს,“ - განაცხადა პატრიარქმა.  

დღის ამბები