07 ოქტომბერი 2024,   08:27
ვრცლად
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი უშიშროების საკითხებში ჰერბერტ რეიმონდ მაკ-მასტერი იქნება

დონალდ ტრამპმა მაიკლ ფლინის შემცვლელი დაასახელა. უშიშროების საკითხებში შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ჰერბერტ რეიმონდ მაკ-მასტერი იქნება.

ის ერაყსა და ავღანეთში მსახურობდა, ბოლოს კი სახმელეთო ჯარების საბრძოლო შესაძლებლობების ცენტრს ხელმძღვანელობდა. 2014 წელს მაკმასტერი ჟურნალმა თაიმმა გავლენიანი სამხედრო მაღალჩინოსნების ასეულში შეიყვანა.

მაიკლ ფლინმა პრეზიდენტის მრჩევლის პოსტი ორი კვირის წინ დატოვა. მიზეზი რუსეთის ელჩთან სანქციების მოხნის თაობაზე მისი ფარული საუბრები გახდა.

დღის ამბები