07 ოქტომბერი 2024,   08:26
ვრცლად
რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო აქტივობა ბალკანეთში ნატო-ს წევრების შეშფოთებას იწვევს-ევროპაში ნატო-ს ძალების სამხედრო მეთაური

რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო აქტივობა ბალკანეთში ნატო-ს წევრების შეშფოთებას იწვევს - განცხადება ამ თემაზე ევროპაში ნატო-ს ძალების სამხედრო მეთაურმა კოსოვოში გააკეთა.

გენერალი კერტის სკაპაროტი აცხადებს, რომ ალიანსისთვის შემაშფოთებელია ის ფაქტი რომ, რომ მოსკოვს საკმაოდ სერიოზული გავლენა აქვს რეგიონზე. მისი თქმით, საკუთარი ინტერესების გასატეარებლად რუსეთი მედიაპროპაგანდას იყენებს და დეზინფორმაციას ავრცელებს.

კერტის სკაპაროტიმ მოუწოდა რუსეთს დაიცვას გაეროს რეზოლუცია და ხელი შეუწყოს კოსოვოს პრიზისის მოგვარების გეგმას. ნატო-ს სამხედრო მეთაური კოსოვოს ხელისუფლებას ალიანსის მხარდაჭერას დაჰპირდა.

დღის ამბები