07 ოქტომბერი 2024,   08:22
ვრცლად
ტრამპის ადმინისტრაციამ არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის პირობები გაამკაცრა

ტრამპის ადმინისტრაციამ არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის პირობები გაამკაცრა.

ეროვნული უსაფრთხოების უწყებამ დოკუმენტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ქვეყანაში არალეგალურად მყოფი ხალხის დეპორტაცია ხელისუფლების პრიორიტეტია.

დოკუმენტში მოყვანილია მიგრანტების კატეგორიები, რომლებიც გაძევებას ექვემდებარება. პირველ რიგში დეპორტაცია შეეხება იმ ადამიანებს, ვინც დანაშაულის ჩადენის გამო ნასამართლეობა აქვს, მათ ვინც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს და ვინც შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ მოხვდა.

ახალი წესები მძიმე დანაშაულის და მსუბუქი დანაშაულის ჩამდენ პირებზე ერთნაირად გავრცელდება. თეთრ სახლში განმარტეს, რომ ახალი წესები მოქმედ კანონებს არ ცვლის, ისინი სამართალდამცავ უწყებებს ფართო უფლებამოსილებას ანიჭებს. შონ სპაისერის განცხადებით, ახალი ზომები მასობრივ დეპორტაციას არ გამოიწვევს.

დღის ამბები