07 ოქტომბერი 2024,   08:19
ვრცლად
ათენი ისევ მასშტაბურმა აქციებმა მოიცვა-მოსახლეობა ხელისუფლების მკაცრ ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებს

ათენი ისევ მასშტაბურმა აქციებმა მოიცვა. მოსახლეობა ხელისუფლების მკაცრ ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებს და სამთავრობო გუნდში საკადრო ცვლილებების გატარებას ითხოვს.

აქციის მონაწილეები ათენში მსოფლიო სავალუტო ფონდის წარმომადგენლების ჩასვლასაც ეწინააღმდეგებიან. სწორედ ექსპერტთა ჯგუფთან ერთად უნდა შეიმუშაოს ხელისუფლებამ ახალი რეფორმების პაკეტი.

ოფიციალური ათენი საერთაშორისო კრედიტორების მხრიდან მეორე შეფასებას ელოდება. პოზიტიური დასკვნის გარეშე ქვეყანა 326 მილიარდი ევროს ოდენობის სახელმწიფო ვალის დასაფარად ფინანსურ დახმარებას ვერ მიიღებს და ისევ დეფოლტის ზღვარზე აღმოჩნდება.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება საერთაშორისო კრედიტორების ნებისმიერ პირობას უნდა დასთანხმდეს. მოსახლეობა კი დათმობების შემთხვევაში მასშტაბური აქციების გაგრძელებით იმუქრება.  

ავტორები : თეა თეთრაშვილი, გიორგი შეშაბერიძე.

დღის ამბები