07 ოქტომბერი 2024,   08:17
ვრცლად
პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლები ხელისუფლების პროპაგანდის იარაღად გადაიქცა - "რეპორტიორები საზღვრების გარეშეს" გენერალური მდივანი

პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლები ხელისუფლების პროპაგანდის იარაღად გადაიქცა - ამის შესახებ ორგანიზაციის რეპორტიორები საზღვრების გარეშე გენერალურმა მდივანმა განაცხადა.

კრისტოფერ დე-ლუარის თქმით, მედიის თავისუფლების მონიტორინგმა აჩვენა, რომ მმართველმა პარტიამ საზოგადოებრივ მაუწყებლებზე კონტროლი გააძლიერა და ევროკომისიას შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდა.

ოპოზიციისა და ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების განცხადებით, საზოგადოებრივი მედიასაშუალებები კრიტიკული აზრის იგნორირებას ახდენენ და ფაქტებს ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი კუთხით აშუქებენ.

ორგანიზაცია რეპორტიორები საზღვრებს გარეშე პოლონეთში მედია მონიტორინგის მომავალშიც განაგრძობს და ამ თემაზე სპეციალური ანგარიშის მომზადებასაც გეგმავს.

დღის ამბები