07 ოქტომბერი 2024,   08:18
ვრცლად
ოსკარის დაჯილდოების ცერემონიამდე 4 დღე რჩება

ჰოლივუდი ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალისთვის ემზადება. მთავარ კინომოვლენამდე 4 დღე რჩება. დოლბვის თეატრში უკვე დაწყებულია დეკორაციების და სცენის მონტაჟი.

შენობის გარეთ კი მედიისთვის ტრიბუნებს და სპეციალურ დერეფანს აგებენ, სადაც მსოფლიო დონის კინოვარსკვლავებისთვის წითელი ხალიჩა გაიშლება. დაწყებულია მონიტორების მონტაჟიც.

მზად არის მენიუც, რომლითაც ცერემონიის დასრულების შემდეგ ვარსკვლავებს ტრადიციულ გუბერნატორის მეჯლისზე გაუმასპინძლდებიან.

ამერიკული კინოაკადემიის რჩეულების ვინაობა 26 თებერვალს გახდება ცნობილი.

დღის ამბები