07 ოქტომბერი 2024,   08:18
ვრცლად
კიევში მემარჯვენე ძალების აქცია მიმდინარეობს - აქტივისტები დონბასთან ვაჭრობის შეწყვეტას მოითხოვენ

კიევში მემარჯვენე ძალების აქცია მიმდინარეობს - აქტივისტები ჯერ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობა რადას მიმართულებით განაგრძეს. ისინი ხელისუფლებისგან კორუფციასთან ბრძოლის გააქტიურებას და დონბასთან ვაჭრობის შეწყვეტას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი მთავრობისგან მოითხოვენ არ მიიღონ საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც დონბასისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.

მსვლელობაში სამი პოლიტიკური გაერთიანების - სვობოდის, ნაციონალური კორპუსისა და მემარჯვენე სექტორის აქტივისტები მონაწილეობენ.

დღის ამბები