24 დეკემბერი 2024,   07:37
ვრცლად
სოსო ოსურაულის კონგოში ტყვედ აყვანას, მფრინავის ოჯახი ადასტურებს

სოსო ოსურაულის ოჯახში ადასტურებენ, რომ ქართველი მფრინავი ტყვედაა აყვანილი. მათთვის ასევე ცნობილია, რომ მეამბოხეები გამოსასყიდს ითხოვენ. სხვა დეტალებზე ოჯახის ახლობლები ვერ საუბრობენ.

მათი ინფორმაციით, სოსო ოსურაული საქართველოდან ორი წლის წინ წავიდა და ოჯახს პერიოდულად ეკონტაქტებოდა.

ინფორმაცია სოსო ოსურაულის ტყვედ აყვანის შესახებ ოჯახისგან გაიგეს ახმეტის მუნიციპალიტეტში.  

„ჩვენ ინფორმაცია მივიღეთ ძირითადად ოჯახის წევრებისგან და დაახლოებით ორი კვირის უკან. ვიცით რომ ტყვეობაშია ამჟამად, ცდილობენ ოჯახიც და როგორც ვიცით სამთავრობო შტოებია ჩართული, ასეთი ინფორმაცია გაგვაჩნია ამ დროისთვის,“-განაცხადა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ ალვანში  გიორგი გოგიტიძემ.

დღის ამბები