07 ოქტომბერი 2024,   08:23
ვრცლად
NASA:ასტრონომებმა მზის სისტემის გარეთ, ვარსკვლავის ირგვლივ მბრუნავი 7 პლანეტა აღმოაჩინეს

NASA-ს ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღმოჩენა-ასტრონომებმა სპიცერის ტელესკოპის საშუალებით, მზის სისტემის გარეთ, ვარსკვლავის ირგვლივ მბრუნავი 7 პლანეტა აღმოაჩინეს.

მათგან სამზე შესაძლოა სიცოცხლე არსებობდეს, რადგან ისინი ვარსკვლავიდან სიცოცხლისთვის ხელსაყრელ დისტანციაზე მდებარეობენ. საბოლოო დასკვნის გაკეთებამდე ჯერ პლანეტები უნდა შეისწავლონ.

მეცნიერების აზრით ამ 3 პლანეტიდან ერთზე, კლდოვანი ზედაპირია და სავარაუდოდ წყლისთვის საჭირო ტემპერატურაცაა. პლანეტების სისტემა დედამიწიდან არც ისე შორს, 40 სინათლის წელიწადის დაშორებითაა ნაპოვნი.

დღის ამბები