07 ოქტომბერი 2024,   08:18
ვრცლად
დონალდ ტრამპი ბირთვული არსენალის გაზრდას აპირებს

დონალდ ტრამპი ბირთვული არსენალის გაზრდას აპირებს. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სააგენტო REUTERS-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკამ ბირთვული იარაღის შესაძლებლობების კუთხით ქვედა პოზიციებზე გადაინაცვლა, მისი გაზრდა კი ქვეყანას კვლავ ლიდერის სტატუსს დაუბრუნებს.

ინტერვიუში დონალდ ტრამპმა უკმაყოფილება გამოთქვა სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ, რუსეთთან გაფორმებული ხელშეკრულების მიმართ და მას ცალმხრივი უწოდა.

დღის ამბები