07 ოქტომბერი 2024,   08:26
ვრცლად
კიმ ჩენ ნამის ლიკვიდაციისთვის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება გამოიყენეს

კიმ ჩენ ნამის ლიკვიდაციისთვის მკვლელებმა ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება გამოიყენეს. განცხადება მალაიზიის პოლიციის ქიმიურმა ექსპერტებმა გარდაცვლილის სახეზე აღმოჩენილი ნივთიერების შესწავლის შემდეგ გააკეთეს.

მათი ინფორმაციით, საუბარია ვი-ექსის სახელწოდებით ცნობილ მომწამლავ ნივთიერებაზე, რომელიც ქიმიური იარაღის ერთ-ერთი კომპონენტია.

სწორედ ამ შხამით გაჟღენთილი ნაჭერი წაუსვეს სახეზე ჩრდილო კორეის ლიდერის ნახევარ ძმას კუალა-ლუმპურის აეროპორტში. მკვლელობაში ორი ქალი იყო ჩართული. ორივე მათგანი დაკავებულია.

გამოძიებას კიდევ ერთი ეჭვმიტანილი ჰყავს, რომელიც მალაიზიაში ჩრდილო კორეის საელჩოს თანამშრომელია. მალაიზიის პოლიციამ საელჩოს მდივნის დაკითხვის მოთხოვნით უკვე მიმართა ოფიციალურ ფხენიანს, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

დღის ამბები