07 ოქტომბერი 2024,   08:23
ვრცლად
ვაშინგტონში სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ვაშინგტონში სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გამოძიების ცნობით, შეიარაღებულმა პირმა პოლიციელების მიმართულებით გახსნა ცეცხლი, რასაც საპასუხო სროლა მოყვა.

თავდამსხმელი ადგილზე დაიღუპა. დაჭრილი ორი პოლიციელი კი, საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდასხმის მოტივი უცნობია.

ბოლო 12 საათის განმავლობაში ქალაქში, ეს უკვე სროლის მეოთხე შემთხვევა იყო.

დღის ამბები