07 ოქტომბერი 2024,   08:20
ვრცლად
თეთრმა სახლმა მედიის ნაწილს, ტრამპის ნეგატიურად გაშუქების გამო, ბრიფინგებზე დასწრება აუკრძალა

თეთრი სახლის პრესმდივანმა CNN-ს, The New York Times-ს, BBC-ს, Los Angeles Times და სხვა მედია საშუალებებს აუკრძალა თეთრი სახლის ბრიფინგის კითხვა-პასუხის სესიაზე დასწრება, პრეზიდენტ ტრამპის "ნეგატიურად გაშუქების" გამო. 

ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები ავრცელებენ. 

ჟურნალისტებს დარბაზის შესასვლელთან განუმარტეს, რომ დამსწრეთა სიაში არ იყვნენ. მომხდარის შემდეგ, კოლეგების სოლიდარობისა და პროტესტის ნიშნად, ბრიფინგი Associated Press-ის და ჟურნალ Time-ის კორესპონდენტებმაც დატოვეს.

ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გავლენიანი ამერიკული მედიასაშუალებების ნაწილს შეერთებული შტატების მტრები უწოდა.

 

 



დღის ამბები