07 ოქტომბერი 2024,   08:26
ვრცლად
ტრამპი ამერიკელებს შეიარაღებული ძალების უპრეცედენტო გაძლიერებას ჰპირდება

დონალდ ტრამპი ამერიკელებს შეიარაღებული ძალების უპრეცედენტო გაძლიერებას ჰპირდება. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მშვიდობის უზრუნველყოფა ძალის მეშვეობით არის შესაძლებელი და ქვეყანას უახლოეს მომავალში ისეთ ძლიერი არმია ეყოლება, როგორიც ისტორიას არ ახსოვს.

განცხადება დონალდ ტრამპმა კონსერვატიული პოლიტიკის შესახებ კონფერენციაზე გააკეთა.

სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მისი საემიგრაციო პოლიტიკა ამერიკელების უსაფრთხოებას ემსახურება, ხოლო საემიგრაციო აკრძალვა და დეპორტაცია მხოლოდ ცუდ ადამიანებს ეხება.

ტრამპმა კონფერენციაზე მედიაც გააკრიტიკა. მისი თქმით, ზოგიერთი მედიასაშუალება ყალბ ინფორმაციას გაურკვეველ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს და მათ ამ წყაროების დასახელება მოსთხოვა. ტრამპის თქმით, ყალბი ინფორმაცია ამერიკელებისთვის მტერს წარმოადგენს.

დღის ამბები