07 ოქტომბერი 2024,   08:24
ვრცლად
ტრამპის საემიგრაციო პოლიტიკამ ოსკარის ცერემონის განრიგში ცვლილებები შეიატანა

დონალდ ტრამპის საემიგრაციო პოლიტიკამ ოსკარის ცერემონის განრიგში ცვლილებები შეიატანა.

ოსკარზე ნომინირებული სირიელი ოპერატორი, რომელიც ფილმ თეთრი ჩაფხუტების შექმნაში მონაწილეობდა, სტამბოლი-ლოს ანჯელესის რეისიდან მოხსნეს და შტატებში გამგზავრების საშუალება არ მისცეს. ოსკარზე ნომინირებულმა ირანელმა რეჟისორმა კი დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის გამო ცერემონიას ბოიკოტი გამოუცხადა. ასგარ ფარჰადი ლოს ანჯელესში არ მიემგზავრება და კოლეგებს ანალოგიური ზომებისკენ მოუწოდებს.

კინოხელოვანების ნაწილმა უარი თქვა წვეულებაზე, რომელიც ტრადიციულად ცერემონიის წინა დღეს იმართება და ბევერლი ჰილსში საპროტესტო აქციაზე შეიკრიბა. მსახიობებმა ტრამპის ადმინისტრაცია სამოქალაქო თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებების დარღვევაში დაადანაშაულეს.

დღის ამბები