07 ოქტომბერი 2024,   08:21
ვრცლად
ტერაქტი სირიაში - ქალაქ ჰომსში თავი 6-მა თვითმკვლელმა აიფეთქა

სირიაში მასშტაბურ თავდასხმას 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ქალაქ ჰომსში, უსაფრთხოების სამსახურისა და სამხედრო დაზვერვის შენობების მახლობლად, თავი თვითმკვლელმა ტერორისტებმა აიფეთქეს.

გავრცელებული ცნობით, თავდასხმაში 6 თვითმკვლელი მონაწილეობდა, გარდაცვლილთა შორის კი სირიელი სამხედრო მაღალჩინოსნებიც არიან.

ლიბანური მედია წერს, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ალ ნუსრამ აიღო. პარალელურად, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ოფიციალური ანკარა მზადაა, მონაწილეობა მიიღოს ისლამისტებისგან ქალაქ რაქას გათავისუფლების ოპერაციაში. მევლუტ ჩავუშოღლუს თქმით, ეს საკითხი საერთაშორისო კოალიციის წევრ ქვეყნებთან უკვე განიხილეს.  

 

 

 

დღის ამბები