07 ოქტომბერი 2024,   08:19
ვრცლად
ერაყის არმია ISIS-ის წინააღმდეგ მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას ატარებს

ერაყის არმია ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას ატარებს.

შეიარაღებული ძალები ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე იბრძვიან, მათ შორის სირიის ტერიტორიაზეც. ავიაციამ ტერორისტების პოზიციები ანბარის პროვინციაში, სასაზღვრო ქალაქებში დაბომბა.

სამხედრო მეთაურობის განცხადებით, შტურმის შედეგად ISIS-ის ათობით წევრია ლიკვიდირებული.

მასშტაბური ოპერაცია გრძელდება მოსულის დასავლეთ რაიონშიც. შეერთებული შტატების ავიაციის მხარდაჭერით სამხედროებმა ტერორისტების ბანაკი აიღეს, კონტროლი აღადგინეს აეროპორტზე და ქალაქის ის რაიონებზე, სადაც პოლიციის შტაბბინა, სასამართლო და თურქეთის საკონსულო მდებარეობს. ოპერაციის შედეგად 50 ტერორისტია ლიკვიდირებული.

დღის ამბები