07 ოქტომბერი 2024,   08:18
ვრცლად
საფრანგეთის პროკურატურამ ფრანსუა ფიონის მეუღლის დასაქმების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

საფრანგეთის პროკურატურამ ფრანსუა ფიონის მეუღლის დასაქმების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

დოკუმენტში, რომელიც საგამოძიებო უწყებამ გაავრცელა, ჩამოთვლილია ყველა ბრალდება, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის ოჯახის წევრებს ეხებათ. მათ შორის საუბარია საბიუჯეტო სახსრების მითვისებაზე, საზოგადოებრივი ქონებისა და გავლენის არამიზნობრივ გამოყენებაზე.

სკანდალური გამოძიება ფრანსუა ფიონის მეუღლის წინააღმდეგ ერთ-ერთი გამოცემის სტატიას მოჰყვა.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ პენელოპა ფიონი რამდენიმე წლის განმავლობაში მეუღლის თანაშემწეს თანამდებობას იკავებდა, ხელფასს იღებდა, თუმცა რეალურად არ მუშაობდა, რამაც ბიუჯეტი 500 ათასი ევროთი დააზარალა. მსგავსი ბრალდებები ფიონის შვილების მიმართაც გამოითქვა.

დღის ამბები