07 ოქტომბერი 2024,   08:17
ვრცლად
რიო დე ჟანეიოროში ხუთდღიანი ბრაზილიური კარნავალი გაიხსნა

რიო დე ჟანეიოროში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული კარნავალი გაიხსნა.

ფინანსური კრიზისისა და პოლიციის გახშირებული გაფიცვების შედეგად გამოწვეული უსაფრთხოების პრობლემების მიუხედავად, ქუჩებში ათასობით მოზეიმე გამოვიდა.

კარნავალის პირველ დღეს გიგანტურ სამბადრომზე წარმოდგენა სამბას ორმა სკოლამ მოაწყო, შეჯიბრებაში კი სულ 70-მდე სკოლა მონაწილეობს.

ხუთდღიანი ფესტივალის პერიოდში, რიოში მილიონზე მეტ ვიზიტორს ელოდებიან, რაც ადგილობრივი ხელისუფლების ვარაუდით, ქალაქის ეკონომიკას მილიარდ დოლარზე მეტ მოგებას მოუტანს.

დღის ამბები