07 ოქტომბერი 2024,   08:29
ვრცლად
მთიან-ყარაბაღში სამხედროების შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა

მთიან-ყარაბაღში სამხედროების შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა. ცეცხლის გახსნაში კონფლიქტში ჩართული მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

აზერბაიჯანის სამხედრო მეთაურობის ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ფიზულინის რაიონში აზერბაიჯანელი სამხედროების პოზიციების გარღვევა და სიმაღლეების აღება სცადეს, თუმცა ჯარისკაცებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს და უკან დაახევინეს.

ბაქოში აცხადებენ, რომ მსხვერპლია ორივე მხრიდან, თუმცა დაღუპულთა რაოდენობას არ აკონკრეტებენ.

ოფიციალური ბაქოს ვერსიას უარყობს სომხეთი. ერევანი და თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლები ბაქოს დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სწორედ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა გახსნეს.

დღის ამბები