07 ოქტომბერი 2024,   08:22
ვრცლად
თავდაცვით ხარჯებთან დაკავშირებით ბერლინმა ვალდებულებები უნდა შეასრულონ - ანგელა მერკელი

გერმანიის კანცლერი მიიჩნევს, რომ თავდაცვით ხარჯებთან დაკავშირებით ბერლინმა ვალდებულებები უნდა შეასრულონ.

ამის შესახებ ანგელა მერკელმა ქალაქ შტრალზუნდში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

მისი თქმით, გერმანიის მიმართ ვალდებულებების შესრულების მოთხოვნა სამართლიანია. 2014 წელს ალიანსის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ თავდაცვითი ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის ორ პროცენტს უნდა შეადგენდეს.

ამ ვალდებულების შესრულებას დონალდ ტრამპი პარტნიორებისგან მუდმივად ითხოვს. 

დღის ამბები