07 ოქტომბერი 2024,   08:26
ვრცლად
აფეთქება ერაყში, რომელსაც პირდაპირ ეთერში ჟურნალისტის სიცოცხლე ემსხვერპლა

ჟურნალისტი გოგონა შიფა გარდი, რომელიც ერაყის ქურთული ტელეარხ Rudaw-თვის მუშაობდა, პირდაპირ ეთერში ჩართვისას ბომბის აფეთქებამ იმსხვერპლა.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC  ავრცელებს,  სადაც ნათქვამია, რომ ის პირდაპირ ეთერში ISIS-ის წინააღმდეგ ერაყის არმიის იერიშს აშუქებდა.  

ტელეკომპანიამ განაცხადა, რომ მას კარიერაში ჰქონდა მნიშვნელოვანი მიღწევები, რაც ერაყში მამაკაცების დომინანტობის სტერეოტიპის დარღვევას  უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ერაყის არმია ისლამური სახელმწიფოს  წინააღმდეგ მასობრივ შეტევას ახორციელებს.    

 

 

დღის ამბები